თურქეთში კორონავირუსის 1 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

07:16, 17.06.2020

თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი.

შესაბამის მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჩა ავრცელებს.

მინისტრის ცნობით, სულ „კოვიდ-19“-ით მსხვერპლთა რიცხვმა ქვეყანაში 4 842 შეადგინა. რეგისტრირებულია ინფიცირების 181 298 შემთხვევა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 732 პაციენტი შეემატა და ამ მაჩვენებელმა ჯამში 153 379 შეადგინა.

მსგავსი