თურქეთში კორონავირუსის 1 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი
თურქეთში კორონავირუსის 1 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 57 პაციენტი

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 1 429 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1 182-ით, ხოლო ლეტალური შემთხვევების რიცხვი 57-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსი 324 443 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 285 050 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 441 გარდაიცვალა.