თურქეთში კორონავირუსის 1 313 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი
თურქეთში კორონავირუსის 1 313 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი

თურქეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 313-ით გაიზარდა და საერთო ჯამში, 262 507 შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსს 20 პაციენტი ემსხვერპლა. სულ კი ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილია 6 183 ადამიანი. დღეისთვის კრიტიკულ მდგომარეობაშია 841 პაციენტი.

თურქეთში ყოველდღიურად კორონავირუსზე ტესტირებას 100 ათასზე მეტ ადამიანს უტარებენ.