თურქეთში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი
თურქეთში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი

თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1 226 შემთხვევა გამოვლინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში სულ 246 861 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 5 934 გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ვირუსს 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინფექცია უფრო აქტიურად ცირკულირებს და საზოგადოებამ სიფრთხილე უნდა შეინარჩუნოს.