თურქეთში კორონავირუსის 1 178 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი კიდევ 1 178 ადამიანს დაუსვეს.
ბოლო 24 საათში ვირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო ოდენობამ 5 784-ს მიაღწია.
სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 236 112 ადამიანი. მათგან ვირუსი უკვე დაძლია თითქმის 220-მა ათასმა პაციენტმა.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთმა „კოვიდ-19“-ის ტესტი ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარა.