თურქეთში კომენდანტის საათი ყოველ შაბათ-კვირას გამოცხადდება
თურქეთში კომენდანტის საათი ყოველ შაბათ-კვირას გამოცხადდება

თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კომენდანტის საათი ყოველ შაბათ-კვირას გამოცხადდება.

გარდა ამისა, პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სტამბოლში „კოვიდ-19“-ით ინიფიცირებულთა სამკურანალოდ შეიქმნება ორი ახალი სააავადმყოფო 350 საწოლით. რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში თურქეთს შესამჩნევი პროგრესი აქვს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით 56 ათასი ადამიანია დაინფიცირებული, ვირუსით 1 198 ადამიანი დაიღუპა.