თურქეთში, იზმირის პროვინციაში შტორმისა და ტორნადოს შედეგად, 16 ადამიანი დაშავდა

11:54, 12.02.2021

თურქეთის იზმირის პროვინციაში შტორმსა და ტორნადოს ნგრევა მოჰყვა. დაშავებულია 16 ადამიანი.

შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ტორნადომ საკურორტო ქალაქ ჩეშმეს გადაუარა.

სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ნავები. არსებული მონაცემებით, ტორნადომ ოთხ სახლს სახურავი ახადა, 20-მდე მანქანა კი დააზიანა. გარდა ამისა, პორტში ჩაიძირა რამდენიმე ნავი.

მსგავსი