თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 14 უცხოელი დააკავეს
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 14 უცხოელი დააკავეს

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 14 უცხოელი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ თურქეული გამოცემა Sabah-ი ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტები იტყობინებიან, დაპატიმრებულთა შორის ექვსი სხვადასხვა ქვეყნის მოქალქეა, რომელთაც სირია-თურქეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.

მათ შორის არის სამი ალჟირელი, ორი სირიელი, ორი ერაყელი, ჰოლანდიელი, ბრიტანელი და ეგვიპტელი.

როგორც გამოცემა იუწყება, დაკავებული ალჟირელი მუხტარ მეკოი და ჰოლანდიელი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

ჟურნალისტების ცნობით, კიდევ ერთი დაკავებული, ერაყელი ქეფაჰ ბაშირი ექიმი ტრავმატოლოგია, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს მკურნალობდა.

სირიასა და ერაყში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი ხუთი ათასი ადამიანი დააპატიმრეს.