თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 7 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 7 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 7 489 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 132 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 8 803 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში 2.33 მილიონს შეადგენს.

გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 179 419 ადამიანი დაიტესტა. ვირუსის გამოსავლენად თურქეთში სულ 29 მილიონზე მეტი ტესტია ჩატარებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2.44 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 25 476 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თურქეთში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი 14 იანვარს დაიწყო. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთდათ, 1.5 მილიონს გადააჭარბა.