თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 115 ადამიანი დაიღუპა

21:26, 15.04.2020

თურქეთში „კოვიდ-19“-ს გასული დღე-ღამის განმავლობაში 115 პაციენტი ემსხვერპლა.

ეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში, რაც ერთი დღის განმავლობაში ამ დრომდე დაფიქსირებულა.

გამოვლენილია ინფიცირების 4281 ახალი შემთხვევა. შედეგად, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1518, ინფიცირებულთა რიცხვმა კი, 69 392-ს მიაღწია.

მსგავსი