თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 056 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 056 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში, ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით კიდევ 96 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსს 908 ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, თურქეთში, გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 4 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც დაავადებულთა რიცხვი 28 578-მდე გაიზარდა.

ამ დრომდე გამოჯანმრთელება შეძლო 2 142-მა ადამიანმა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 1 552 პაციენტი რჩება.

ხელისუფლება მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.