თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსს ბოლო 24 საათში 84 პაციენტი ემსხვერპლა, სულ კი, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, გარდაცვლილია 10 887 ადამიანი.
რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 395 255 ადამიანს დაუდგინდა.