თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 28 817 ადამიანს დაუდასტურდა
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 28 817 ადამიანს დაუდასტურდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 28 817 ადამიანს დაუდასტურდა, 373 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 81 302 პაციენტი განიკურნა. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში 3 525 ინფიცირებული იმყოფება.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 4 85 მილიონი შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 4,4 მილიონი ადამიანი. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 40 504 შეადგინა.

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის 13,77 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ორივე დოზა კი მიღებული აქვს 9,16 მილიონ მოქალაქეს.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაკავებლად, თურქეთში 27 აპრილიდან 17 მაისამდე სრული ლოკდაუნი გამოცხადდა.