თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 11 534 ადამიანს დაუდასტურდა
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 11 534 ადამიანს დაუდასტურდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 11 534 ადამიანს დაუდასტურდა, 238 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 55 472 პაციენტი განიკურნა. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში 2 765 ინფიცირებული იმყოფება.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 5,08 მილიონი შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 4,85 მილიონი ადამიანი. მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 44 059 შეადგინა.

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის 14,77 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ორივე დოზა კი მიღებული აქვს 10,72 მილიონ მოქალაქეს.