თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 25 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსის 839 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „ანადოლუ“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ით, საერთო ჯამში, 163 942 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 4 540 ადამიანი.
ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 648 პაციენტი რჩება.