თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსულ ინფექციას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში „კოვიდ-19“-ით, საერთო ჯამში, 5 300 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

ბოლო ერთ დღეში თურქეთში კორონავირუსული ინფექციის 1 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი 209 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეტინ კოჩას განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია ქვეყანაში 2 800-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა, გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობა კი 190 000-ს აჭარბებს. ბოლო ერთ დღეში თურქეთში 50 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.