თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 32 137 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 203 ადამიანი
თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 32 137 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 203 ადამიანი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 203 ადამიანი გარდაიცვალა, რაც დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თურქეთში ვირუსი ლაბორატორიულად 32 137 ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 828 295 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 14 900 ადამიანი.