თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 30 424 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 220 ადამიანი
თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 30 424 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 220 ადამიანი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 220 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 30 424 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 925 342 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 15 531 ადამიანი.