თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 30 402 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 30 402 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 30 402 ადამიანი დაინფიცირდა. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალ შემთხვევებს შორის 6 000-ზე მეტი სიმპტომებიანი პაციენტია.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რიცხვი თურქეთში 539 000-ს გადასცდა. თურქული მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 195 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 14 900-ს აღწევს.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა თურქეთში 431 000-ს გადააჭარბა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს.