თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ თურქეთში „კოვიდ-19“-ით 249 309 ადამიანი დაინფიცირდა.
ბოლო ერთ დღეში თურქეთში „კოვიდ-19“-ს 19 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 5 974-ს აღწევს.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან 997 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 231 000-ს აღწევს.