თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირის გამო პოლიციის 40 თანამშრომელი დააკავეს
თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირის გამო პოლიციის 40 თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით, თურქეთში პოლიციის 40 თანამშრომელი დააკავეს.

ანკარის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა ოპერაცია ანკარაში, კონიაში, გაზიანთეფში, კაისერში, ადიამანში, ადანაში, ტრაბზონში, იოზგათში და ბურსაში ჩაატარეს. ეჭვმიტანილებს მქადაგებელ, ფეთჰულა გიულენის საიდუმლო ორგანიზაციის წევრობა ედებათ ბრალად.

თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ივლისში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სწორედ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. თავად გიულენი აშშ-ში ცხოვრობს და სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.