თურქეთში F-16 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, შემთხვევას პილოტი ემსხვერპლა [ვიდეო]
თურქეთში F-16 ტიპის გამანადგურებელი იზმირ-სტამბოლის ავტომაგისტრალთან ახლოს ჩამოვარდა, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ინციდენტს პილოტი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავი ბალიქესირის მთავარი საჰაერო ბაზიდან ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 01:00 საათზე აფრინდა. აფრენის შემდეგ თვითმფრინავთან კონტაქტი დაიკარგა.
შემთხვევის გამო ავტომაგისტრალზე მოძრაობა გადაიკეტა, ნამსხვრევები კი ასობით მეტრში მიმოიფანტა.
მედიის ცნობით, ავიაკატასტროფების გამოძიების სპეციალური კომისია ავარიის მიზეზს ადგენს.