თურქეთში ექვს პირს ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
თურქეთში ექვს პირს ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთში ექვს მამაკაცს 2016 წლის ანკარაში განხორციელებულ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

თურქეთის დედაქალაქში ორი წლის წინ მომხდარ აფეთქებას 29 სამხედრო ემსხვერპლა.
თითოეულ ბრალდებულს განზრახ მკვლელობისა და სახელმწიფო ეს ერთიანობისა და ქვეყნის მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებებისთვის 30 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მათ ასევე 1185 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 75 ადამიანის მკვლელობის მცდელობისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გადაზიდვისთვის.

პროკურატურის ცნობით, თვითმკვლელი-ტერორისტი, რომელსაც სამხედრო კოლონაზე თავდასხმა განახორციელა, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრი იყო. სულ ტერაქტის საქმეში 68 ადამიანი ფიგურირებს. მათგან ორს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კიდევ ორი ეჭვმიტანილი სასამართლომ გაამართლა, ათობით სხვა პირის საქმე კი სხვა სასამართლოს გადაეცა.