თურქეთში ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა აიკრძალება 

11:35, 02.10.2019

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტების გაყიდვა აიკრძალება. ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტოები, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„ელექტრონული სიგარეტების იმპორტი და გაყიდვა აიკრძალება. ჩვენ შესაბამის კანონმდებლობაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში ამ საკითხს ქვეყნის პარლამენტი განიხილავს.

მსგავსი