თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 16 ადამიანი დააკავეს

11:26, 12.02.2018

თურქეთში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 16 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარის პროკურატურამ 23 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. თუმცა, ჯერ-ჯერობით მათგან მხოლოდ 16 პირია დაკავებული.

ასევე, შაბათს, თურქეთის დედაქალაქში ისლამური სახელმწიფოს 17 მებრძოლი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ქვეყანაში რამდენიმე ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდნენ.

მსგავსი