თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

00:38, 26.01.2020

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1500-მდე ადამიანი. მონაცემებს ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამმართველო ავრცელებს.

ამასთან, მაშველებმა ნანგრევებიდან 43 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში 24 იანვრის საღამოს მოხდა, რის შემდეგაც 220-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. ეპიცენტრი ელაზიღის პროვინციაში მდებარეობდა.

მსგავსი