თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა
თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გაზიანთეფთან იყო.

„ბიბისის“ ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 17 ადამიანი. ბიძგების სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდას აღწევდა და ის ანკარაშიც იგრძნობოდა.

სტიქიას მოჰყვა ნგრევა. ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე შენობის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილები. ქალაქ დიარბაქირში ჩამოინგრა სავაჭრო ცენტრის შენობა.