თურქეთში დღეიდან ნაწილობრივი ლოკდაუნი ამოქმედდება
თურქეთში დღეიდან ნაწილობრივი ლოკდაუნი ამოქმედდება

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, დღეიდან თურქეთში ნაწილობრივი ლოკდაუნი ამოქმედდება.

თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ ახალი ზომების შესახებ პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სამსაათიანი სხდომის შემდეგ გამოაცხადა.

ერდოღანის განცხადებით, შეზღუდვები მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის პირველი ორი კვირა იმოქმედებს. ახალი ზომების მიხედვით, სამუშაო დღეებში კომენდანტის საათი საღამოს 09:00 საათის ნაცვლად, 07:00 საათიდან ამოქმედდება და დილის 05:00 საათამდე იქნება ძალაში. კაფეები და რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ. რამადანის ბოლომდე დაიკეტება სადღესასწაულო დარბაზები, სპორტული და გასართობი ცენტრები. კვლავ ამოქმედდება 65 წელს გადაცილებულ და 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა.

15 აპრილიდან დისტანციურ სწავლაზე გადავა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, მერვე და მე-12 კლასების მოსწავლეები გარდა.