თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვი 14 351-მდე გაიზარდა
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვი 14 351-მდე გაიზარდა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვი 14 351-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუათ ოქტაიმ განაცხადა.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ სტიქიის შედეგად დაშავებული ადამიანების რაოდენობამ 63 794-ს მიაღწია. ერდოღანის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლება დანგრეული სახლების სანაცვლოდ ორჯერ და სამჯერ მეტი სახლის აშენებას ისახავს მიზნად.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ამჟამად 113 200-ზე მეტი სამძებრო-სამაშველო პერსონალი მუშაობს, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან კი 28 044 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.