თურქეთში დაღუპული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს

15:32, 23.06.2018

თურქეთის ქალაქ რიზეში დაღუპული საქართველოს მოქალაქე, 34 წლის მამაკაცი სამშობლოში გადმოასვენეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე რიზეში ჩაის პლანტაციებში მუშაობდა, სადაც მას ჩაის კრეფის დროს ფუტკარმა უკბინა. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მსგავსი