თურქეთში დაახლოებით 90 საათის შემდეგ მაშველებმა დედა-შვილი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს [ვიდეო]

თურქეთში, მიწისძვრიდან დაახლოებით 90 საათის შემდეგ მაშველებმა დედა-შვილი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ისინი ჰათაის პროვინციაში გადაარჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, გადარჩენილი ჩვილი 10 დღისაა. დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 18 340-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 74 ათასზე მეტი კი დაშავდა. მიწისძვრამ 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.

სტიქიამ მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია თურქეთის მეზობელ სირიაშიც, სადაც, ბოლო ცნობებით, 3 370-ზე მეტი დაღუპულია.