თურქეთში ცნობილი სახეები ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე დააკავეს
თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში ნარკოტიკებთან ბრძოლის რეიდის ფარგლებში 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის სერიალ „დიდებული საუკუნის“ მსახიობი ბერენ საათი და 1999 წელს „მის თურქეთის“ ტიტულის მფლობელი, აიშე ჰათუნ ონალი.
„ოცდაორი ცნობილი ადამიანი, რომლებმაც უკვე ჩააბარეს სისხლისა და თმის ნიმუშები ნარკოტესტირებისთვის დაკავებული არიან, ხოლო კიდევ სამი ადამიანი იძებნება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც თურქული მედია წერს, პოლიციის ყურადღება მიიპყრო მომღერალმა კენან დულუმ და მისმა ძმამ, კომპოზიტორმა ოზანმა, რომელიც ერთ დროს ტარკანთან თანამშრომლობდა. დაკავებულთა შორის არიან მომღერლები, მსახიობები, სამოდელო სფეროს წარმომადგენლები.