თურქეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს
თურქეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს

თურქეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს. თურქეთის ოპოზიციის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთო კანდიდატის დაყენების შემდეგ ორი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა.

„ოარსი არაშტირმას“ გამოკითხვებით, ქემალ კილიჩდაროღლუს ხმების 56.8 პროცენტი აქვს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი – 43.2 პროცენტი. გამოკითხვაში თურქეთის 28 პროვინციაში 1 850-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ოპოზიციის კანდიდატის დასახელების შემდეგ პირველი კვლევა „ალფა რისერჩმა“ ჩაატარა, რომლის მიხედვით კილიჩდაროღლუს 55.1 პროცენტი უჭერს მხარს, ერდოღანს კი – 44.9 პროცენტი.