თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 121 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 121 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 121 ადამიანი ემსხვერპლა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 1 890-მდე გაიზარდა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 3 783 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

18 აპრილის მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირების 82 329 შემთხვევაა დადასტურებული.

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის 31 პროვინციაში ხმელეთით, საჰაერო და საზღვაო სივრცით შესვლაზე აკრძალვა 15 დღით გახანგრძლივდა.