თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსისგან 1000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, დაინფიცირდა 987, 17 კი გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 17 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 987 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 49 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
ამასთან, ბოლო ერთ დღეში თურქეთში ახალი კორონავირუსისგან 1000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში კორონავირუსით გამოწვეული დაავადება 174 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. „კოვიდ 19“-ით გარდაიცვალა 4 763 ადამიანი. თურქეთში „კოვიდ 19“-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე 147 000-ს გადააჭარბა.