თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი 3 116 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 155 ინფიცირებული
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 115 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ანადოლუ“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 491-ს შეადგენს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, თურქეთში კორონავირუსი 3 116 ადამიანს დაუდგინეს. „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა ქვეყანაში ჯამში 101 790-ს მიაღწია
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ერთ დღეში თურქეთში 2 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან სულ კორონავირუსისგან 18 491 ადამიანი განიკურნა.
შეგახსენებთ, თურქეთის 31 ქალაქში, მათ შორის სტამბოლსა და ანკარაში ოთხდღიანი კომენდანტის საათი მოქმედებს.