თურქეთში, ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსი 1 502 ადამიანს დაუდასტურდა
თურქეთში, ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსი 1 502 ადამიანს დაუდასტურდა

თურქეთში, ბოლო ერთ დღეში, „კოვიდ 19“ 1 502 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას თურქული მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ თურქეთში კორონავირუსული ინფექციის 335 533 შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ 19“-ს 59 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 8 837-ს აღწევს.

1 212-ით გაიზარდა თურქეთში კორონავირუსული ინფექციისგან განკურნებულთა რაოდენობა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცია დღემდე უკვე 294 357-მა ადამიანმა დაამარცხა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში 109 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.