თურქეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 8 636 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 98 ინფიცირებული
თურქეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 8 636 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 98 ინფიცირებული

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 8 636 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 98 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 540 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 26 998-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 109-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 430 ათასს გადააჭარბა. 1 310 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.