თურქეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 2 343 შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 2 343 შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირება 2 343 ადამიანს დაუდასტურდა.
შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 79 პაციენტი გარდაიცვალა, 1 817 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 382 118 შემთხვევა, გარდაიცვალა 10 481 ინფიცირებული, 328 824 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში 2 386 პაციენტი იმყოფება.