თურქეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 13 755 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 66 ადამიანი

00:22, 10.03.2021

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 13 755 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 66 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 6 იანვრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2 807 387 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, სულ გარდაცვლილია 29 160 პირი.

მსგავსი