თურქეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 1 632 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 1 632 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 632 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ბოლო მონაცემებს თურქული მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 62 პაციენტი გარდაიცვალა, 1 314 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე თურქეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 338 799 შემთხვევა, გარდაიცვალა 8 957 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 296 972 პაციენტი. ქვეყანაში ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში 1 416 ინფიცირებული იმყოფება.