თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 223 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 89 ადამიანი
თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 3 223 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 89 ადამიანი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო ერთ დღეში თურქეთში „კოვიდ 19“-ს 89 ადამიანი ემსხვერპლა და 2 561 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ თურქეთში კორონავირუსული ინფექცია 414 278 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 11 507 ადამიანი გარდაიცვალა, 353 663 კი გამოჯანმრთელდა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ საზოგადოებას მოუწოდა, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად უსაფრთხოების ზომები დაიცვან.