თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 5 647 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 91 პაციენტი
თურქეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 5 647 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 91 პაციენტი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 5 647 ადამიანს დაუდასტურდა, 91 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 6 576 პაციენტი განიკურნა. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება 1 060 ინფიცირებული.

ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 5,2 მილიონზე მეტი შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 5,1 მილიონი ადამიანი, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 48 255 შეადგინა.

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის 17,85 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ორივე დოზა მიღებული აქვს 13,2 მილიონ მოქალაქეს.