თურქეთში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გვალვაა
თურქეთში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გვალვაა

თურქეთში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გვალვაა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტამბოლის მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს, რომ გასული წლის მეორე ნახევარში ნალექების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ქალაქს 45 დღის საკმარისი წყლის მარაგი აქვს.

წყლის მარაგის ნაკლებობაზე საუბრობენ თურქეთის დედაქალაქშიც. ანკარის მერმა მიმდინარე თვის დასაწყისში მოსახლეობას უთხრა, რომ კაშხლებსა და წყალსაცავებში 110 დღის სამყოფი წყლის მარაგია დარჩენილი. ქვეყნის სხვა ქალაქებშიც კაშხლები და წყალსაცავები დაახლოებით 40 პროცენტითაა გავსებული. ხორბლის მწარმოებელ ადგილებში ფერმერები შიშობენ, რომ მათი მოსავალი გაფუჭდება.

თურქ მეცნიერთა განცხადებით, წყლის ბუნებრივი ციკლი დარღვეულია კლიმატური ცვლილებებით, მაგრამ მასზე ასევე ახდენს გავლენას ურბანული ზედაპირები, რომელიც ასფალტისა და ბეტონის მასალებითაა დაფარული. პრობლემის მიზეზად თურქეთში ასევე სახელდება წყლის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რის გამოც, ქვეყანაში წყლის საშუალო დანაკარგი 43 პროცენტია.