თურქეთში, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 126 ადამიანი გარდაიცვალა

19:04, 17.04.2020

თურქეთში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1 769-მდე გაიზარდა, აქედან 126 შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა.

ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

სულ ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსი 78 546 პაციენტს აქვს დადასტურებული, მათ შორის 4 353 შემთხვევა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა.

მსგავსი