თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 7 901 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 7 901 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 7 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 110 პაციენტი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 8 217 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში 2.4 მილიონს შეადგენს.

გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 142 538 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. ვირუსის გამოსავლენად თურქეთში სულ 30 მილიონზე მეტი ტესტია ჩატარებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2.51 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 26 577 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თურქეთში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი 14 იანვარს დაიწყო. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთდათ, 2.59 მილიონს გადააჭარბა.