თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 7 795 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 7 795 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 7 795 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 120 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 490 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 26 237-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 639-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 370 ათასს გადააჭარბა. 1 592 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.