თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 7 279 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 7 279 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 7 279 შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 129 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 450 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 25 605-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 902-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 340 ათასს გადააჭარბა. 1 751 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.