თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 61 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 346 ადამიანი
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 61 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 346 ადამიანი

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 61 000 ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 346 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 3 375 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

საერთო ჯამში, პანდემიის გავცრლებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 36 613 ადამიანი.