თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 37 303 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 155 ადამიანი გარდაიცვალა. არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შეზღუდვები გამკაცრდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 31 385 ადამიანი.